|

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ყველა პირი იყო ინფორმირებული, სად მიდიოდა 4 ოქტომბერს.
როგორც „ქართულ ოცნებაში" ამბობენ, ხელისუფლების უმაღლესმა თანამდებობის პირებმა ბევრჯერ გააფრთხილეს ისინი, რომ კანონდარღვევას მოჰყვებოდა შესაბამისი რეაგირება და ვერ შეძლებენ პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას.
„ჩვენ ვნახეთ, რომ ძალიან დიდი რაოდენობის ხალხი ძალადობდა იმ დღეს და ცდილობდნენ, რომ შტურმით აეღოთ პრეზიდენტის სასახლე. რა თქმა უნდა, იდენტიფიცირება მიმდინარეობს ყველა ამ ადამიანის. ამაზეც ვაფრთხილებდით ჩვენს მოქალაქეებს, რომ იდენტიფიცირება იქნებოდა გაცილებით მარტივი, ვიდრე წინა შემთხვევებში და შესაბამისად, ვინც იქნება იდენტიფიცირებული, აბსოლუტურად ყველა იქნება დაკავებული. აქაც მინდა ჩვენს მოქალაქეებს განვუმარტო, რომ ეს დაკავებები ხორციელდება მტკიცებულების ძალიან მაღალი ხარისხით, ძალიან მაღალი სტანდარტით და ფაქტობრივად, ყველა დაკავებულთან მიმართებაში არსებობს ვიდეოჩანაწერიც", - განაცხადა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|