რეზონანსი
12.10.2025

 უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ბრიუსელის „საომარი გეგმის“ წინააღმდეგ პეტიციების კამპანიას იწყებს. ორბანის თქმით, ევროპა „ცხელი შემოდგომის ზღურბლზეა”, რადგან კონტინენტი „სულ უფრო და უფრო სწრაფად მიექანება ომისკენ“.

უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელის განცხადებით, რამდენიმე კვირის წინ კოპენჰაგენში ბრიუსელის საომარი გეგმა წარადგინეს, რომლის თანახმად ევროპა ფულს იხდის, უკრაინელები იბრძვიან და რუსეთი საბოლოოდ დაიღლება, თუმცა არავინ ამბობს, რა თანხა დაჯდება ეს ევროპისთვის ან რამდენ ხანს გაგრძელდება.

ორბანის თქმით, უნგრეთს არ სურს ამ სცენარში მონაწილეობა, რის გამოც უნგრეთის წინააღმდეგ დაიწყო კამპანია „ფართო არსენალის“ გამოყენებით, რომელიც მოიცავს ჯაშუშობის ბრალდებებს, ყალბი ამბების სკანდალს და იურიდიული მანიპულაციებს.

„ჩვენ არ შეგვიძლია უმოქმედოდ ვიყოთ. კიდევ ერთხელ უნდა ვაჩვენოთ, რომ უნგრელ ხალხს ომი არ სურს. სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენ ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას ბრიუსელის სამხედრო გეგმების წინააღმდეგ. ჩვენ ყველა ქალაქში და ყველა სოფელში ვიქნებით, რადგან ახლა ყველა მშვიდობისმოყვარე უნგრელი გვჭირდება“, – აცხადებს ვიქტორ ორბანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×