რეზონანსი
12.10.2025

საქართველოში 2025 წლის იანვარ-აგვისტოში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ნივრის იმპორტი 139%-ით გაიზარდა.

კეროდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს ქვეყანაში იმპორტირებულია 3.14 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 2 359 ტონა ნიორი, შარშან რვა თვეში კი 1.32 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 1 489 ტონა.

„ბიზნესპრესნიუსის“ დათვლით, ქვეყანაში ნივრის იმპორტი 47%-ით გაძვირდა. უფრო კონკრეტულად, შარშან 1 კგ-ის საშუალო საიმპორტო ფასი გადასახადების გარეშე 88 ცენტი იყო, წელს კი 1.3 დოლარია.

აღსანიშნავია, რომ საქართველო ნივრის უდიდეს ნაწილს ჩინეთიდან ყიდულობს. კერძოდ, წელს იანვარ-აგვისტოში ჩინეთის წილი ნივრის იმპორტში 60%-ს შეადგენდა.

უფრო კონკრეტულად, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში ნივრის იმპორტი ძირითადად შემდეგი 5 ქვეყნიდან ხორციელდებოდა:

ჩინეთი - 1.899 მლნ აშშ დოლარის 1 392 ტონა;

ყაზახეთი - 761 ათასი აშშ დოლარის 589 ტონა;

ყირგიზეთი - 198.3 ათასი აშშ დოლარის 153 ტონა;

ირანი - 173.7 ათასი აშშ დოლარის 136 ტონა;

პაკისტანი - 58.2 ათასი დოლარის 45 ტონა.

რაც შეეხება ადგილობრივ ექსპორტს, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში წლიურად მცირედით, 1.2%-ით გაიზარდა. კერძოდ, წელს ექსპორტზე გავიდა 239.3 ათასი დოლარის ღირებულების (ჯამში 228 ტონა) ქართული ნიორი, შარშან 8 თვეში კი 236.4 ათასი დოლარის ღირებულების (სულ 224 ტონა).

როგორც წელს, ასევე შარშან 1 კგ. ქართული ნივრის საექსპორტო ფასი გადასახადების გარეშე 1 დოლარის ფარგლებში იყო. ძირითადი საექსპორტო ბაზარი კი წელს სომხეთი და რუსეთი იყო.

კერძოდ, სომხეთში წელს ექსპორტზე გავიდა 139 ათას დოლარზე მეტი ღირებულების 155 ტონა ქართული ნიორი, რუსეთში კი 99.9 ათასი დოლარის 72.6 ტონა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×