რეზონანსი
12.10.2025

რუსეთმა, მხოლოდ ამ კვირაში, უკრაინის წინააღმდეგ 3 100-ზე მეტი დრონი, 92 რაკეტა და 1 360-მდე მართვადი საჰაერო ბომბი გამოიყენა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „ტელეგრამ" არხზე წერს.

„რუსეთი აგრძელებს ჩვენი ქალაქებისა და თემების საჰაერო ტერორს, აძლიერებს თავდასხმებს ჩვენს ენერგეტიკულ სექტორზე. ამ დანაშაულების უზნეობა იმდენად დიდია, რომ რუსები ყოველდღიურად ხოცავენ ჩვენს ხალხს", - აცხადებს ზელენსკი.

მისი თქმით, მოსკოვი ღიად სარგებლობს იმით, რომ მსოფლიოს ყურადღება ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის უზრუნველყოფაზეა კონცენტრირებული.

„არ უნდა დავუშვათ ზეწოლის შემსუბუქება. სანქციები, ტარიფები და ერთობლივი ქმედებები რუსული ნავთობის მყიდველების წინააღმდეგ, რომლებიც ამ ომს აფინანსებენ - ყველაფერი უნდა დარჩეს მოლაპარაკებების მაგიდაზე", - წერს ზელენსკი.

მისი თქმით, სწორედ ეს შეიძლება იყოს ევროპაში მდგრადი მშვიდობის საფუძველი. „მსოფლიოს შეუძლია ამის უზრუნველყოფა ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო პროცესის პარალელურად", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×