რეზონანსი
12.10.2025

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ორი დღის განმავლობაში მეორედ ესაუბრა. ამის­ შესახებ ზელენსკიმ თავის Telegram არხზე განაცხადა.

„მე ახლახან ვესაუბრე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ორი დღის განმავლობაში მეორედ და დღეს ჩვენც ძალიან პროდუქტიული საუბარი გვქონდა",-განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მან თქვა, რომ გუშინდელი საუბრის დროს ისინი „შეთანხმდნენ კონკრეტული საკითხის შესახებ" და დღეს კი მათ განიხილეს „სიტუაციის ყველა ეს ასპექტი".

„ჩვენს ქვეყანაში სიცოცხლის დაცვა, ჩვენი საჰაერო თავდაცვის, ჩვენი მდგრადობისა და მოქმედების რადიუსის გაძლიერება. ენერგეტიკასთან დაკავშირებით ბევრი დეტალია. პრეზიდენტი ტრამპი კარგად არის ინფორმირებული ყველაფრის შესახებ, რაც ხდება", - აღნიშნა ზელენსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×