რეზონანსი
12.10.2025

ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად იცოდა ერთი მხრივ იცოდნენ ის, რომ ისინი ხდებოდნენ ძალადობრივი შეკრების, ძალადობრივი აქციის მონაწილეები, რომელსაც ჰქონდა ანტი სახელმწიფოებრივი, ანტი კონსტიტუციური მიზნები და თავის მხრივ, საბოლოო ამოცანა იყო ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების დამხობა, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა" იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა.

„ჩვენ თუ გადავავლებთ თვალს წინა პერიოდს, გაკეთდა არაერთი გამაფრთხილებელი განცხადება სწორედ ამ ჯგუფების მისამართით. მათი რეალური მიზანი იყო ის, რომ იმ კონკრეტულ მომენტში მოერყიათ სახელმწიფო, სახელმწიფო ინსტიტუციები. უპირველესად მათთვის გამოწვევა იყო სამართალდამცავი ორგანოები და შემდგომ დაეწყო ყველაფერს იმ სცენარით განვითარება, რაც საქართველოსადმი მტრულად განწყობილი გარე ძალების სამუშაო მაგიდაზე დიდი ხანია, მუშავდება და დევს. ეს არის ძალადობრივი გზით ეროვნული ხელისუფლების შეცვლა მარიონეტული რეჟიმით, მარიონეტული ფიგურებით, რომლებიც იქნებოდნენ პირდაპირ ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქართული დავალებების შემსრულებლები", - აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.

თორნიკე ჭეიშვილმა ბაჩანა ახალაიას კომენტარზეც ისაუბრა, სადაც ახალაიამ 4 ოქტომბრის აქცია 9 აპრილს შეადარა.

„რაც შეეხება პარალელებს თუნდაც, მისი მხრიდან, რომელიც გაკეთდა 9 აპრილთან მიმართებით, მე ვიტყოდი, რომ ეს არის აბსოლუტურად უსუსური მცდელობა ამ ძალადობრივი აქტის, 4 ოქტომბერს დატრიალებული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის რომანტიზების. ეს ნაცადი ხერხია იმიტომ, რომ ჩვენ თუ გადავავლებთ თვალს თუნდაც, მათ სახელმძღვანელოებს, ინსტრუქციებს, რომელსაც ისინი იღებენ და რომლითაც ხდება ამ ექსტრემისტული ჯგუფების გადამზადება, ფაქტობრივად ახდენენ ტერორიზმის რომანტიზებას", - განმარტა თორნიკე ჭეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×