რეზონანსი
12.10.2025

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთს ეშინია უკრაინისთვის ამერიკული „ტომაჰავკის" ტიპის რაკეტების შესაძლო გადაცემის.

ზელენსკის განმარტებით, მსგავსმა ზეწოლამ შესაძლოა, მოსკოვს მშვიდობისკენ უბიძგოს.

„ჩვენ ვხედავთ და ვიგებთ, რომ რუსეთს ეშინია, რადგან ამერიკელებმა შესაძლოა, „ტომაჰავკები" მოგვცენ. ეს სიგნალია, რომ სწორედ ასეთმა ზეწოლამ შესაძლოა, იმუშაოს მშვიდობისთვის", - აღნიშნა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ორი დღის განმავლობაში მეორედ ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. როგორც ზელენსკიმ განმარტა, ამჟამად შეერთებულ შტატებთან დეტალურად განიხილება უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საკითხი.

„ჩვენ შევთანხმდით პრეზიდენტ ტრამპთან, რომ ჩვენი გუნდები, ჩვენი სამხედრო ძალები იმუშავებენ ყველა იმ საკითხზე, რაც განვიხილეთ. ეს მოიცავს ენერგეტიკასა და გაზს. რუსები ახლა ცდილობენ, საჰაერო დარტყმებით იმ ფაქტის კომპენსირება მოახდინონ, რომ მათ ვერ მიაღწიეს მიწაზე იმ შედეგებს, რაც გაზაფხულსა და ზაფხულში სურდათ", - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×