რეზონანსი
13.10.2025

საქართველოს პოლიტიკურ ველზე გარკვეული მოძრაობები დაიწყო. სანახევროდ პოლიტიკაში გადასული და ოპოზიციის გუნდში მოთამაშე ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისი“ პოლიტიკურ სუბიექტად აპირებს გარდაქმნას, როგორც მისმა ხელმძღვანელმა განაცხადა. ის ერთ დროს ივანიშვილის კარზე მუშაობდა და როგორც ამბობენ, ფინანსური თაღლითობის გამო გამოაგდეს - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, ანალიტიკურ ცენტრ "ჯეოქეისის" ექსპერტ ვიქტორ ყიფიანის განცხადებას.

მისივე თქმით, დასავლეთი ცდილობს, დისკრედიტებული ოპოზიციის ნაცვლად ახალი, მის მიერ კონტროლირებადი ძალები შემოიყვანოს ქართულ პოლიტიკაში.

"საქართველოს პოლიტიკურ ველზე გარკვეული მოძრაობები დაიწყო. სანახევროდ პოლიტიკაში გადასული და ოპოზიციის გუნდში მოთამაშე ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისი“ პოლიტიკურ სუბიექტად აპირებს გარდაქმნას, როგორც მისმა ხელმძღვანელმა განაცხადა. ის ერთ დროს ივანიშვილის კარზე მუშაობდა და როგორც ამბობენ, ფინანსური თაღლითობის გამო გამოაგდეს.

თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ეს გადაწყვეტილება „ჯეოქეისში“ მათ დასავლელ კურატორებთან კონსულტაციის შედეგად მიიღეს. „ჯეოქეისის“ პერსონალური შემადგენლობა მკაფიო სურათს იძლევა იმისა, თუ რა ტიპის პოლიტიკური სუბიექტი შეიძლება მოევლინოს ქვეყანას.

აშკარად ჩანს, რომ ამჟამინდელი ოპოზიციის სრული დისკრედიტაციის ფონზე, განსაკუთრებით 4 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც თავად ოპოზიციურ ელექტორატსაც კი აღარ სჯერა მათი, დასავლეთი ცდილობს ქართულ პოლიტიკაში მის მიერ მართვადი ახალი ძალების შემოყვანას. კოლექტიური ნაცმოძრაობისგან ისინი მხოლოდ იმით განსხვავდებიან, რომ 2003-2012 წლებში ხელისუფლებაში არ იყვნენ და არ მონაწილეობდნენ იმ სისაძაგლეებში, რასაც ენმ სჩადიოდა. სამაგიეროდ ღირებულით და მსოფლმხედველური კუთხით, რომ იტყვიან ერთი ფესვიდან არიან ამოზრდილნი.

რამდენად გამოუვათ ქართულ პოლიტიკურ ველზე დომინირება, და საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა, დიდწილად იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად სწორად და დროულად გაშიფრავს ჯანსაღი საზოგადოება მათ რეალურ პოლიტიკურ სახეს“, - წერს ანჯაფარიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×