რეზონანსი
13.10.2025

[ლე­ვან ჯან­გვე­ლა­ძის მკვლე­ლო­ბა] და­გეგ­მი­ლი არ მქონ­და, ეს იყო სპონ­ტა­ნუ­რი. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ჯან­მრთელ­მა ადა­მი­ან­მა მკვლე­ლო­ბა და­გეგ­მოს შუა ჭავ­ჭა­ვა­ძე­ზე?" - ამის შე­სა­ხებ ბიზ­ნეს­მენ ლე­ვან ჯან­გვე­ლა­ძის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ­მა გელა უძი­ლა­ურ­მა სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე, ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მი­სას გა­ნა­ცხა­და.

უძი­ლა­უ­რი, რო­მე­ლიც ამ დრომ­დე დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნებ­და, სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე დღეს პირ­ვე­ლად ალა­პა­რაკ­და და გა­ნა­ცხა­და, რომ ლე­ვან ჯან­გვე­ლა­ძის მკვლე­ლო­ბა "პი­რად წყე­ნას უკავ­შირ­დე­ბა“.

უძი­ლა­უ­რი ამ­ბობს, რომ 2022 წელს, ლე­ვან ჯან­გვე­ლა­ძეს­თან, კი­ევ­ში, ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მო­უ­ვი­და მას და მის უკ­რა­ი­ნელ მე­გო­ბარს, სერ­გეი ბინ­და­რენ­კოს, რის გა­მოც შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლი იყო.

"2022 წელს ვი­ყა­ვი უკ­რა­ი­ნა­ში. 2 თვე მო­მი­წია ცხოვ­რე­ბა. საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­მი­ღია, ფი­ზი­კუ­რი მომ­ზა­დე­ბის ინ­სტრუქ­ტო­რად ვმუ­შა­ობ­დი. იქ გა­ვი­ცა­ნი სერ­გეი ბინ­და­რენ­კო, ჩემი ძმა­კა­ცია. სერ­გე­ის ჰქონ­და თა­ვი­სი ბიტ­კო­ი­ნე­ბის ქარ­ხა­ნა. ქარ­ხა­ნა მას წა­არ­თვეს მოს­კოვ­ში ცნო­ბილ­მა კრი­მი­ნა­ლებ­მა, ერთ-ერთი ლე­ვან ჯან­გვე­ლა­ძე იყო ჩარ­თუ­ლი…ლე­ვან­თან "სკა­ი­პით“ დავ­კონ­ტაქტდი [სერ­გე­ის მეშ­ვე­ო­ბით]…

ემო­ცი­ის გა­რე­შე ვერ ვი­სა­უბ­რებ. მე და სერ­გეი მი­ვე­დით ლე­ვან­თან შეხ­ვედ­რის ად­გი­ლას. მო­ვიდ­ნენ, 8-10 კაცი იქ­ნე­ბო­და. ძა­ლი­ან სა­ზი­ზღრად მოგ­ვექ­ცნენ, გა­დაგ­ვი­ა­რეს. ჩაგ­ვყა­რეს "ბა­გა­ჟ­ნი­კებ­ში“ და წაგ­ვიყ­ვა­ნეს სა­დღაც. უზო­მოდ შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლე­ბი და გა­სა­ზი­ზღრე­ბუ­ლე­ბი დაგვტო­ვეს. იქე­დან წა­მო­ვე­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში…. მა­ინ­ტე­რე­სებ­და ლე­ვა­ნის პი­როვ­ნე­ბა, ვინ იყო, რა იყო. ადა­მი­ა­ნი რომ ძაღლს ჯოხს და­არ­ტყამს, ძაღლსაც აქვს აგ­რე­სია და მე ადა­მი­ა­ნი ვარ და ჩემი ღირ­სე­ბა მაქვს და ვი­ღაც რომ ბევ­რი ფული აქვს და ა.შ. ასე არ არის, რა. შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლი ვი­ყა­ვი. ვი­ცო­დი, რომ ლე­ვა­ნი იშ­ვი­ა­თად ჩა­მო­დი­ო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში, მაგ­რამ ინ­ფორ­მა­ცი­ის დო­ნე­ზე მი­სით სულ ვინ­ტე­რეს­დე­ბო­დი, მინ­დო­და და­ლა­პა­რა­კე­ბა. მინ­დო­და მეთ­ქვა, რო­გორც შენ მოგ­ვე­ქე­ცი, მა­გის სა­ჭი­რო­ე­ბა არ იყო-მეთ­ქი... პირ­და­პირ გე­ტყვით, რომ ლე­ვან­თან პირ­და­პი­რი კონ­ფლიქ­ტი არ მა­წყობ­და…

13 მარტს სერ­გეი მო­ვი­კი­თხე, რო­მელ­მაც მი­თხრა, ლე­ვა­ნის ახლო მე­გო­ბა­რი და­ი­ღუ­პა სა­ქარ­თვე­ლო­შიო. ვუ­თხა­რი მი­სა­მარ­თი და გარ­დაც­ვლი­ლის სა­ხე­ლი და გვა­რი გა­მი­გე-მეთ­ქი. მი­თხრა, გუ­რამ გო­გია, რო­მე­ლიც ჭავ­ჭა­ვა­ძის და­სა­წყის­ში ცხოვ­რობ­სო.

ვი­ყა­ვი ჭავ­ჭა­ვა­ძე­ზე და ვნა­ხე მი­სა­მარ­თი, სამ­ძი­მა­რი სა­დაც იყო. მერე წა­ვე­დი სახ­ლში. შა­ბათს იყო და­საფ­ლა­ვე­ბა… პა­რას­კევს სა­ღა­მოს სახ­ლი­დან რომ გა­მო­ვე­დი, თხე­ლი კლა­სი­კუ­რი ჩა­საც­მე­ლი მეც­ვა. ხელ­ში მე­ჭი­რა "ცე­ლო­ფა­ნი“. ია­რა­ღი, რო­მე­ლიც მქონ­და, გარ­დაც­ვლი­ლი მე­გობ­რის, ვა­ლე­რი თა­ნიშ­ვი­ლის ნა­ჩუ­ქა­რი იყო….

მოკ­ლედ, ჩემი დღის რე­ჟი­მი იყო ასე­თი, ლე­ვა­ნის ან ვნა­ხავ­დი ან არ ვნა­ხავ­დი. პა­რას­კევს მინ­დო­და ლე­ვა­ნის ნახ­ვა, ცოტა რთუ­ლი მო­სა­ყო­ლია…

[ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე] ლე­ვან­მა რომ გა­მი­ა­რა, ძა­ლი­ან და­მაკ­ვირ­და, ადა­მი­ა­ნი რომ სა­დღაც გი­ნა­ხავს და ვერ იც­ნობ, ამ­დაგ­ვა­რი სახე ჰქონ­და. ვა­პი­რებ­დი, რომ გა­მოვ­ლა­პა­რა­კე­ბო­დი და მეთ­ქვა, მა­შინ შენ რაც გაგ­ვი­კე­თე, ამის სა­ჭი­რო­ე­ბას არ წარ­მო­ად­გენ­და-მეთ­ქი. აღელ­ვე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი ბა­ტო­ნო მო­სა­მარ­თლე. არ მინ­დო­და პირ­და­პირ კონ­ფლიქ­ტში შევ­სუ­ლი­ყა­ვი ლე­ვან­თან. ვი­ფიქ­რე, პა­ნაშ­ვიდ­ზე ხომ ავა და რომ ჩა­მო­ვა… მოკ­ლედ, ლე­ვა­ნი ჩა­მო­ვი­და, მარ­ტო იყო, ასე და­ვი­ნა­ხე. რომ ჩა­მო­ვი­და, სკამ­ზე ვი­ჯე­ქი და ფეხ­ზე დავ­დე­ქი. ცი­ვი­ლუ­რად მინ­დო­და დავ­ლა­პა­რა­კე­ბო­დი. თან თით­ქოს ჩა­ი­ლა­პა­რა­კა, აი, სა­დღაც რომ ადა­მი­ა­ნი გყავს ნა­ნა­ხი, ეგრე. ვი­ფიქ­რე და­ვე­ლა­პა­რა­კე­ბი-მეთ­ქი. რომ გა­მო­ი­ა­რა - შე­მომ­ხე­და, მაგ­რამ არ გა­ჩერ­და. ჩქა­რა მი­დი­ო­და, მეც ჩქა­რა მივ­დი­ო­დი… ერთი შე­მოტ­რი­ა­ლე­ბა შე­მოტ­რი­ალ­და, რომ შე­მომ­ხე­და - და­ვი­ნა­ხე, და­ძა­ხე­ბას ვა­პი­რებ­დი და რო­გორც კი "რეს­კად“ შე­მოტ­რი­ალ­და, შე­მომ­ხე­და და მეც შევ­ხე­დე.

ერთი წამი ვი­ფიქ­რე, ია­რაღს აი­ღებს-მეთ­ქი ზუს­ტად იმ თვა­ლე­ბით მი­ყუ­რებ­და, "სკა­იპ­ში“ რომ მი­თხრა: "შენ მო­გაქ­ცე­ვენ ყუ­რა­დღე­ბა­სო“. შე­მოტ­რი­ალ­და და თავი ვერ გა­ვა­კონ­ტრო­ლე. მინ­დო­და და­მეჭ­რა. ნერ­ვე­ბი აღარ მყოფ­ნი­და, არ ვიცი. რომ ამო­ვი­ღე და გა­ვის­რო­ლე, პირ­ველ გას­რო­ლა­ზე ვამ­ბობ, ლე­ვანს არ მოხ­ვედ­რია… წა­იქ­ცა და ვუ­თხა­რი, არ ამო­ი­ღო ია­რა­ღი და არ გა­ინ­ძრე-მეთ­ქი… სა­ნამ ამო­ი­ღებ­და ია­რაღს, ვეს­რო­ლე და წა­იქ­ცა… რამ­დე­ნი­მე გას­რო­ლა ჰა­ერ­ში გა­ვის­რო­ლე, არა­და [ერთ პირს ფეხ­ში მოხ­ვედ­რია]…

მერე წა­ვე­დი ყინ­წვი­სის მო­ნას­ტერ­ში. მარ­თლა ასე­თი გან­ცდა მქონ­და, რომ ლე­ვა­ნი დაჭ­რი­ლი მე­გო­ნა და გა­ვი­ფიქ­რე, ნეტა გა­დარ­ჩეს-მეთ­ქი. ტან­საც­მე­ლი გა­მო­ვიც­ვა­ლე. მერე მე­ო­რედ მინ­დო­და მო­ნას­ტერ­ში წას­ვლა და შემ­დეგ პო­ლი­ცი­ას ჩავ­ბა­რე­ბო­დი. სა­ნამ მე­ო­რედ მო­ნას­ტერ­ში წა­ვი­დო­დი, შე­ვე­დი სას­ტუმ­რო­ში, მა­ინ­ტე­რე­სებ­და ლე­ვა­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა. ეს ხდე­ბა კვი­რას და მე ორ­შა­ბათს ვა­პი­რებ­დი პო­ლი­ცი­ა­ში ჩა­ბა­რე­ბას. სას­ტუმ­რო­ში რომ მი­ვე­დი, არე­უ­ლი ვი­ყა­ვი“, - გა­ნა­ცხა­და ჯან­გვე­ლა­ძემ.

მისი თქმით, დუ­მი­ლის უფ­ლე­ბა ამ დრომ­დე გა­მო­ი­ყე­ნა იმის გამო, რომ სათ­ქმე­ლი "სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბის ბო­ლოს­კენ“ ეთ­ქვა. ამას­თან, უძი­ლა­უ­რის თქმით, ძმებ მი­ქა­ძე­ებ­თან ნაც­ნო­ბო­ბა არ აქვს და არც შე­ხე­ბა ჰქო­ნია.

ამას­თან, ჯან­გვე­ლა­ძის თქმით, მკვლე­ლო­ბის დღეს "უკ­რა­ი­ნუ­ლი წარ­მო­შო­ბის ქალს, სვე­ტას უნდა შეხ­ვედ­რო­და უნი­ვერ­სი­ტე­ტის ქუ­ჩა­ზე", თუმ­ცა, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, უკ­რა­ი­ნე­ლი ქა­ლის ნახ­ვა ვერ შეძ­ლო.

“გო­გოს სა­ნა­ხა­ვად მივ­დი­ო­დი და ქურ­თუ­კი გა­ვი­ხა­დე, ცე­ლო­ფან­ში ჩავ­დე და იქვე დავ­ტო­ვე. სა­ბო­ლო­ოდ, ვერც სვე­ტას შევ­ხვდი, ვე­ღარც რა­ი­ონ­ში წა­ვე­დი და მი­ვე­დი ჭავ­ჭა­ვა­ძე­ზე, იქ­ნებ დღეს მო­ვი­დეს ლე­ვან ჯან­გვე­ლა­ძე-თქო. რთუ­ლი მო­სა­ყო­ლია ეს ყვე­ლა­ფე­რი, ბა­ტო­ნო მო­სა­მარ­თლე. გზა­ზე ფე­ხით ვი­ა­რე, ავ­ტო­ბუ­სი­თაც ვიმ­გზავ­რე, ტაქ­სი­თაც და მი­ვე­დი, სა­დაც ეს უბე­დუ­რი ამ­ბა­ვი მოხ­და", - გა­ნა­ცხა­და უძი­ლა­ურ­მა.

შემ­თხვე­ვა 2025 წლის 14 მარტს 23:30 სა­ათ­ზე თბი­ლის­ში, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე მოხ­და. პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, უძი­ლა­ურ­მა ხალ­ხმრა­ვალ ად­გილ­ზე ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან რამ­დენ­ჯერ­მე ეს­რო­ლა ლე­ვან ჯან­გვე­ლა­ძეს და მის მძღოლს გია ჩა­დუ­ნელს. მი­ღე­ბუ­ლი მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბის შე­დე­გად ჯან­გვე­ლა­ძე შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო ჩა­დუ­ნე­ლი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×