რეზონანსი
13.10.2025

"ბევრი შეკითხვა აქვთ არა მხოლოდ აქციის მონაწილეებს, არამედ დაკავებულების ოჯახის წევრებს, - მათ შორის, პაატა ბურჭულაძის შვილებიც ამაზე საუბრობდნენ, რომ შედიოდა თუ არა საწყისი გეგმის ნაწილში ათონელის სასახლესთან ჩასვლა," - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან სანიკიძემ "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა.

მისივე თქმით, აუცილებელია, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორების მხრიდან იმ "მავნე კონსპირაციების" უარყოფა, რაც აქციის გეგმასთან დაკავშირებით ვრცელდება.

"ამიტომ, არის მნიშვნელოვანი, რომ ამას არ ჰქონდეს ზეწოლის ხასიათი, ამას აქვს როგორც თანამებრძოლის თხოვნის ხასიათი ადამიანებთან, რომლებიც არიან ივანიშვილის ტყვეობაში, რომლებმაც საკუთარი თავისუფლების და პირადი გამბედაობის ფასად აჩვენეს მთელ ქვეყანას ამ ადამიანებმა იმისთვის, რომ სამთავრობო პროპაგანდას არ მისცენ დამატებითი გასაქანი რაც, ვხედავთ, რომ ულიმიტოდ აქვს დღეს "ქართულ ოცნებას". მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხები - ორგანიზებასთან თუ გეგმის სხვადასხვა ნაწილთან დაკავშირებით, რომელიც საგამოძიებო ჟურნალისტიკის მთავარი თემა გახდა და იქნება შემდეგი პერიოდის განმავლობაში, ამას ერთადერთი წამალი აქვს - მაქსიმალურად სწრაფად, თუ მთლიანად არ იქნება საუბარი რა უნდა ამომხდარიყო იმ დღეს, კონკრეტული, მავნე კონსპირაციების უარყოფა, რაც სხვადასხვა მიმართულებიდან სრულდება," - აცხადებს ლევან სანიკიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×