რეზონანსი
14.10.2025

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი შვილებთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვას დაესწრო.

მიხეილ ყაველაშვილმა სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლობის დღესასწაული მიულოცა.

მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, საზეიმო წირვა მეუფე შიომ აღავლინა.

მიხეილ ყაველაშვილმა მრევლს ამბიონიდან მიმართა.

„დღემდე მოვედით აქამდე, მიუხედავად უამრავი ქარტეხილებისა, სწორედ რწმენით. ამ რწმენაში არის გათავისებული ჩვენი იდენტობაც, ჩვენი კულტურაც, ჩვენი წარმომავლობაც“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×