რეზონანსი
14.10.2025

საფრანგეთში, ლიონთან ახლოს, ვილფრანშ-სიურ-სონში სამრეწველო შენობაში ხანძარი გაჩნდა. ხანძრის ზონიდან 800 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, ადგილზე დაახლოებით 100 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

როგორც პრეფექტმა სოციალურ ქსელში დაწერა, ვილფრანშ-სიურ-სონში, ხანძარი საავტომობილო აღჭურვილობის წარმოებისთვის გამოყენებულ სამრეწველო შენობას გაუჩნდა.

მედიის ინფორმაციით, ამჟამად ხანძარი ლოკალიზებულია. ხანძრის შედეგად 6 500 კვადრატული მეტრი ტერიტორია დაიწვა. ამჟამად ხანძრის ახალი კერების წარმოქმნის საფრთხე არ არსებობს.

ძლიერი ხანძრის შედეგად 6 სკოლის მუშაობა შეჩერებული იყო, თუმცა მათი ბლოკირების ბრძანება უკვე მოხსნილია. ხანძრის გამო 300 მეტრის რადიუსზე შექმნილი უსაფრთხოების პერიმეტრი ჯერ კიდევ ძალაშია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×