რეზონანსი
14.10.2025

ახლა ვუსმინე თბილისში ჩამოსულ ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ელინა ვალტონენის გამოსვლას ბრიფინგზე და ის იყო აბსოლუტურად ყალბ ნარატივებზე დაფუძნებული და ტენდენციური, - წერს ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ეუთო-ში, პოლიტკონიუნქტურიდან გამომდინარე, სურთ მხოლოდ ის ინფორმაცია მიიღონ, რაც მათ თვალსა და ყურს უკეთ ხვდება, ამასთან, ორგანიზაციას და მის რეალურ პატრონებს აქვთ იმის მიუღებლობა, რომ საქართველომ რეალურად სუვერენული პოლიტიკის გატარება დაიწყო.

„ახლა ვუსმინე თბილისში ჩამოსულ ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ელინა ვალტონენის გამოსვლას ბრიფინგზე და ის იყო აბსოლუტურად ყალბ ნარატივებზე დაფუძნებული და ტენდენციური.

როგორც ჩანს, ეუთო-ში სურთ მიიღონ და წაიკითხონ მხოლოდ ის ინფორმაცია, რაც მათ თვალსა და ყურს უკეთ ხვდება, რა თქმა უნდა, მათი პოლიტკონიუნქტურიდან გამომდინარე. ვიცით ვინც უგზავნის მათ ასეთ ინფორმაციებს.

ეს იყო მორიგი ფუჭი ვიზიტი და ანგაჟირებული ბრალდებები ჩვენი ქვეყნის და ხელისუფლების მიმართ.

ამ ყველაფრის თავი და თავი არის ეუთო-ს და მისი რეალური პატრონების მიერ იმის მიუღებლობა, რომ საქართველომ რეალურად სუვერენული პოლიტიკის გატარება დაიწყო." - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×