რეზონანსი
14.10.2025

 ეუთო აფასებს საქართველოს მუდმივ ჩართულობას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში, ინციდენტების შეჩერების და პრევენციის მექანიზმში, - განაცხადა ეუთო-ს თავმჯდომარემ, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალტონენმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მაკა ბოჭორიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, ეუთო მზად არის, ექსპერტული დახმარება უზრუნველყოს მონიტორინგის მისიასთან ერთად.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს ქართველ კოლეგას, ქალბატონ მაკას თბილი მიღებისთვის. ეუთო აფასებს საქართველოს მუდმივ ჩართულობას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში, ინციდენტების შეჩერების და პრევენციის მექანიზმში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს აქტიური თანამშრომლობა და მონაწილეობა ამ პროცესში, რაც საშუალებას გვაძლევს, საზღვრის დაცვა უზრუნველყოფილი იყოს. ჩვენ ვხედავთ მეტი საქმიანობის პოტენციალს ამ მიმართულებით და საზღვრის დაცვის შესაძლებლობებს. ეუთო მზად არის, ექსპერტული დახმარება უზრუნველყოს მონიტორინგის მისიასთან ერთად. ჩვენ მივიჩნევთ, რომ შერიგება არის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი სამომავლოდ მშვიდობის მშენებლობის პროცესში და მოგიწოდებთ, რომ ამ მიმართულებით მეტი გაკეთდეს", - განაცხადა ვალტონენმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×