
ევროკავშირის აზრით, მსოფლიო იყოფა კეთილ ევროპად, ლიბერალურ დემოკრატიად, ყველა დანარჩენი კი ბოროტი ავტოკრატიაა, - განაცხადა აღმოსავლეთ ნორვეგიის უნივერსიტეტის პროფესორმა გლენ დისენმა „ტელეიმედის" გადაცემაში „თბილისის დროით".
მისივე თქმით, საქართველოს წინააღმდეგ გვესმის, რომ თურმე საქართველოში დემოკრატია უკან იხევს - ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ ბრიუსელში ქართველი ხალხის არჩევანი არ მოსწონთ.
„დემოკრატია უკვე პროცესი აღარ არის, ის იდენტობის ნაწილია, ასე რომ ევროკავშირში მიაჩნიათ, რომ ისინი თავად განასახიერებენ დემოკრატიას, მათი მოწინააღმდეგე კი ყველა დიქტატორია. ამ თვალსაზრისით რაც არ უნდა მოხდეს, მანამ, სანამ ეს თუ სხვა სახელმწიფო ზუსტად მიჰყვება ევროპის კარნახს, მით უფრო დემოკრატიულია ის, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პირდაპირ პროპორციულად ავტოკრატიული. ეს არის მათი თვალსაზრისი - მსოფლიო იყოფა კეთილ ევროპად, ლიბერალურ დემოკრატიად, ყველა დანარჩენი კი ბოროტი ავტოკრატიაა. ამ გადმოსახედიდან მოლდოვაში გაყალბებული არჩევნები დემოკრატიის ზეიმია. ზელენსკის შეუძლია მთელი ოპოზიცია დააპატიმროს, გააუქმოს მედია, რელიგია, მას აღარ სჭირდება არჩევნების ჩატარება და ის მაინც დემოკრატიის ღმერთია. მანამ, სანამ ის საკუთარ სახელმწიფოს და ხალხს, საკუთარი ინტერესების საზიანოდ ევროპის დაკრულზე აცეკვებს, ის იქნება ევროკავშირის თვალში დემოკრატი. 2019 წელს 73 პროცენტმა უკრაინელებისა მინსკის შეთანხმებას მხარი დაუჭირა. გაჩნდა შიში, რომ უკრაინელები რუსეთთან საერთო ენას იპოვიდნენ. გავიხსენოთ უკრაინული არასამთავრობოები, რომლებიც დასავლეთიდან ფინანსდებოდნენ - სწორედ ისინი ჩართეს საქმეში და რუსულ მხარესთან მოლაპარაკებები ჩაშალეს. ჩაშალეს ის, რასაც უკრაინელთა 73 პროცენტმა დაუჭირა მხარი. ზელენსკიმ კი ქვეყანა ომში ჩაითრია, სწორედ საპირისპირო იმისა, რაც მოსახლეობას სურდა. ეს გახლავთ მოცემულობა", - აღნიშნა გლენ დისენმა.
მისი თქმით, ევროკავშირის ლიდერები სიტყვა დემოკრატიას ისე იყენებენ, როგორც საკუთრებას.
„ფონ დერ ლაიენი, კალასი, ზელენსკი, სად არის მათი დემოკრატიული მანდატი? ახლა კი იმავე საქართველოს წინააღმდეგ გვესმის, რომ თურმე საქართველოში დემოკრატია უკან იხევს - ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ ბრიუსელში ქართველი ხალხის არჩევანი არ მოსწონთ. გამომდინარე აქედან კი, არასამთავრობო ორგანიზაციებმა ეს არასასურველი მოცემულობა უნდა შეცვალონ, სწორედ მათ უნდა აიღონ საქართველოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა ხელში, ჯორჯ ორუელისეული ლოგიკით", - განაცხადა გლენ დისენმა.