რეზონანსი
14.10.2025

 ევროკავშირსა და საქართველოს შორის დაპირისპირების მიზეზი ისაა, რომ ბრიუსელს თბილისისგან სურს მეტი დაპირისპირება მოსკოვთან. ამოსავალი წერტილი არა ძლიერ მეზობელთან შესაბამისი პოლიტიკის გატარება, არამედ - ევროკავშირის ინტერესებია, - განაცხადა პოლიტოლოგმა, სამხრეთ-აღმოსავლეთ ნორვეგიის უნივერსიტეტის პროფესორმა გლენ დისენმა გადაცემაში „თბილისის დროით".

წამყვანმა მას ჰკითხა, მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანია „იმედი" უსაფუძვლო თავდასხმებს უკვე შეეჩვია, როგორ უნდა იმოქმედოს არხმა უსამართლო ბრალდებების ფონზე.

„მე არ ვარ დარწმუნებული, რომ კარგ გამოსავალს შემოგთავაზებთ, ფაქტებით პასუხის გაცემა საუკეთესო გზაა. მედიაში არსებული ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა დღეს არის კონკრეტული თვალსაზრისიდან გამომდინარე ბრალდებების წაყენება, სხვადასხვა ნარატივის წახალისება. თუკი მათ არ მოსწონთ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა, ისინი არ აპირებენ დიალოგს და არგუმენტებით ჭიდილს, არავინ აპირებს განიხილოს, ესა თუ ის პოლიტიკა რამდენად წაადგება საქართველოს.

ევროკავშირსა და საქართველოს შორის დაპირისპირების მიზეზი გახლავთ ის, რომ თბილისისგან ბრიუსელს სურს უფრო მეტი დაპირისპირება მოსკოვთან. საინტერესოა, რომ ამოსავალი წერტილი არა ქართული ინტერესები, პრაგმატიზმი და ძლიერ მეზობელთან შესაბამისი პოლიტიკის გატარებაა, არამედ სწორედ ის ინტერესები, რომელიც ევროკავშირს აქვს და არავინ აპირებს არგუმენტებით საუბარს. მთავარია ამა თუ იმ იარლიყის მიწებება, ისეთის, რომელიც მათ თვალსაზრისს ერგება, სწორედ ასე მოქმედებს დასავლეთი ბოლო 30 წელიწადია.

სხვა სახელმწიფოს ხელში ჩაგდებისკენ პირველი ნაბიჯი სწორედ თვალსაზრისის კონტროლია, იმის მტკიცება, თუ როგორ არ მუშაობს სამიზნე სახელმწიფოში დემოკრატია, როგორ ირღვევა ადამიანის უფლებები. მერე კი უკვე შეგიძლია ასეთი სახელმწიფოები დასაჯო. იგივე მიდგომაა ტელეკომპანიების მიმართ, თუ გსურს მათი დასჯა, პირველ რიგში საჭიროა მათი რეპუტაციის გაფუჭება. თქვენთვის საუკეთესო გზა ხმის ამაღლებაა, ეს თქვენ არ უნდა გაგიჭირდეთ. არ მისცეთ მათ საშუალება, რომ საკუთარი თვალსაზრისი მოგახვიონ თავს, შეასრულეთ თქვენი საქმე და იმედია, რომ ხალხი ამას შესაბამისად შეაფასებს", - აღნიშნა გლენ დისენმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×