რეზონანსი
15.10.2025

რამდენიმე ასეული დღის განმავლობაში, რამდენიმე ათეული ადამიანი - ე.წ. პროტესტანტი და რეალურად ტვინგამორეცხილი, დაფინანსებული ადამიანი ძალადობს თბილისის მილიონზე მეტ მოსახლეზე, ეს უნდა იყოს აღკვეთილი, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.

„დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებული იყო ჯარიმა წლების განმავლობაში, მაგრამ მას არ ჰქონდა ეფექტი, რამდენიმე თვის წინ გავამკაცრეთ და ჯარიმასთან ერთად ადმინისტრაციული პატიმრობაც იყო შემოღებული. არც ამას აქვს პრევენციული შედეგები. რამდენიმე ასეული დღის განმავლობაში, რამდენიმე ათეული ადამიანი - ე.წ. პროტესტანტი და რეალურად ტვინგამორეცხილი, დაფინანსებული ადამიანი ძალადობს თბილისის მილიონზე მეტ მოსახლეზე, შესაბამისად, ეს უნდა იყოს აღკვეთილი, რადგან ეს არის ქართველი ხალხის დაკვეთა“, - აღნიშნა გორდულაძემ.

აქციის მონაწილის მიერ სახის ნიღბით დაფარვის, მომწამვლელი ნივთიერების ქონის, გზის გადაკეტვის ან დროებითი კონსტრუქციის მოწყობის პირველივე შემთხვევასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტში დღეს განიხილავენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×