რეზონანსი
15.10.2025

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობისა და ცრუ განცხადებების გაკეთების გამო, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრის გაუქმებას, სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს ლიდერი სხვანაირ გადაწყვეტილებას ვერც მიიღებდა.

ანჯაფარიძის თქმით, უცხოეთის წინაშე "ცალ ფეხზე მდგომთ," რომლებიც ასეთ პროვოკაციას უხმოდ გადაყლაპავდნენ, ალბათ მიეცემათ განსჯის მასალა და "დღეს აწიკვინდებიან".

„სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს ლიდერი სხვანაირ გადაწყვეტილებას ვერც მიიღებდა.

დარწმუნებული ვარ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა და საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი მიესალმება ამ ნაბიჯს, როდესაც ეუთოს მანდატით მოქმედ პროვოკატორს საკუთარი ადგილი მიუჩინეს და რაღაც რაღაცეები აგრძნობინეს.

უცხოეთის წინაშე "ცალ ფეხზე მდგომთ," რომლებიც ასეთ პროვოკაციას უხმოდ გადაყლაპავდნენ, ალბათ მიეცემათ განსჯის მასალა და დღეს აწიკვინდებიან", - წერს ანჯაფარიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×