
როდესაც ირაკლი კობახიძემ დაიკავა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ყველა სახელმწიფო განკარგულება არის აბსოლუტურად გამჭვირვალე, შეიქმნა სახელმწიფო ეფექტურობის დეპარტამენტი, რომელიც კორუფციის აღმოფხვრაზე მუშაობს, გაძლიერდა სახელმწიფო აუდიტის სამსახური, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, პარლამენტში პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადების გაკეთებისას.
მისივე განმარტებით, რაც მამუკა მდინარაძე გახდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, სადაც შედის ანტიკორუფციული ბიურო, ვხედავთ როგორი დაუნდობელი ბრძოლა არის გამოცხადებული კორუფციის წინააღმდეგ.
„ევრო ბიუროკრატები გვადანაშაულებენ ჩვენ რაღაც გამოგონილ თემებში, აბსოლუტურად უაპელაციოდ აღქმებზე დაყრდნობით და ამბობენ, რომ საქართველოში არის დემოკრატიული უკუსვლა. როდესაც ევროკომისიის ანგარიში გამოქვეყნდა სულ რამდენიმე კვირის წინ, რომელიც ფაქტებსა და კონკრეტულ მოცემულობას ეფუძნება, საქართველო დაასახელეს ტოპ 20 ქვეყანაში შემდეგი მიმართულებებით: „კანონის უზენაესობა და სასამართლო“, „დემოკრატიული გარდაქმნის პროცესი“, „მიმზიდველი გარემო ინვესტორებისთვის“, „ეფექტური და შორსმჭვრეტელი მთავრობა“, „ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები“, „დანაშაულის კონტროლის ეფექტურობა“ და აქ მე ხაზი მინდა გავუსვა, რომ სულ რამდენიმე წელიწადში ოცეულში კი არა სამეულში აღმოვჩნდებით.
ბატონი გეკა გელაძე რომ შეუდგა საქმიანობას თქვენ ხედავთ თუ როგორი დაუნდობელი ბრძოლა არის გამოცხადებული ორგანიზებული დანაშაულის, ნარკორეალიზატორების და ზოგადად კრიმინალის წინააღმდეგ, ასევე, ტოპ 20 ქვეყანაში დაგვასახელეს კორუფციის სიმცირის კუთხით და აქაც ვპირდები ჩვენს საზოგადოებას, რომ სულ რამდენიმე ტოპ სამ ქვეყანაში აღმოვჩნდებით“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.