რეზონანსი
15.10.2025

ვისაც გეგონათ, 4 ოქტომბერს, საღამოჟამს, ჩვენ სხვაგან ვიქნებოდით, მინდა დაგასევდიანოთ: დღეს 15 ოქტომბერია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეა, პარლამენტის თავმჯდომარე - შალვა პაპუაშვილი, ხოლო, საქართველოს პრეზიდენტი - მიხეილ ყაველაშვილი და ჩვენც აქ ვართ, საქართველოს პარლამენტში, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გრეტა წიწავამ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც მან აღნიშნა, საზოგადოებამ კარგად დაინახა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობისთვის საარჩევნო კამპანიას „ქართული ოცნება“ ქართველ ხალხთან აწარმოებდა, რადიკალური ოპოზიცია კი მორიგი დავალების მისაღებად უცხოეთში იმყოფებოდა,

„მინდა მოგილოცოთ თქვენ, ქართველ ხალხს, თვითმმართველობის არჩევნების მაღალ დონეზე ჩატარება და დამაჯერებელი გამარჯვება. ჩვენი გუნდის გაცხადებულმა პოლიტიკამ, ქვეყანაში მშვიდობამ და ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვამ, არათუ, განამტკიცა „ქართული ოცნების“ რეიტინგი, არამედ, საგრძნობლად გაიზარდა კიდევაც.

წინასაარჩევნო პერიოდში კარგად ვხედავდით, ვინ სად აწარმოებდა საარჩევნო კამპანიას: „ქართული ოცნება“ - ქართველ ხალხთან, საქართველოში, ხოლო, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, მორიგი დავალების მისაღებად უცხოეთში იყვნენ წასულები. შედეგმაც არ დააყოვნა: 4 ოქტომბერს დაწყებული არჩევნები, 4 ოქტომბერს დასრულდა „ქართული ოცნების“ გამარჯვებით და რადიკალური ოპოზიციის დამარცხებით“, - განაცხადა გრეტა წიწავამ.

მისივე თქმით, ქართული ინტერესების გამტარებელ მმართველ გუნდს, საზოგადოებამ უპრეცედენტო მხარდაჭერა გამოუცხადა, ხოლო, ისედაც მილევად რეჟიმში მყოფ რადიკალურ ოპოზიციას მწარე განაჩენი გამოუტანა.

„ყველამ კარგად დავინახეთ, ვისაც დანახვა უნდა შინ და გარეთ, ხალხმა, ქართული ინტერესების გამტარებელ „ქართულ ოცნებას“ უპრეცედენტო მხარდაჭერა გამოუცხადა, ხოლო, მილევად რეჟიმში მყოფ რადიკალურ ოპოზიციას მწარე განაჩენი გამოუტანა, რაც საკრებულოებში მათი წარმომადგენლების კანტიკუნტობაში გამოიხატება. ასეთია იმ პარტიების ბედი, რომლებიც თავად ვერ წყვეტენ და უცხოეთიდან კარნახობენ, რა უნდა გააკეთონ ზოგადად“, - აღნიშნა გრეტა წიწავამ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×