რეზონანსი
15.10.2025

ბერლინში 15 წლის ქართველი მოზარდი ერთ კვირაში ორჯერ დააკავეს. პირველ ჯერზე ავტომობილი, რომელსაც არასრულწლოვანი მართავდა, ავარიაში მოჰყვა, შემთხვევის შემდეგ 15 წლის მძღოლმა და მისმა 33 წლის მგზავრმა გაქცევა ცადეს, თუმცა ორმა თვითმხილველმა ისინი შეაკავა და პოლიციას გადასცა. პოლიციამ ავტომანქანის ჩხრეკისას სხვადასხვა ძვირფასეულობა, ხელჩანთები, საფულეები და საბანკო ბარათები იპოვა. სამართალდამცველების ვარაუდით, ეს ნივთები სხვადასხვა დროს არის მოპარული. მოზარდი არასრულწლოვანთა დახმარების სამსახურს გადაეცა.

მოგვიანებით, იმავე მოზარდთან დაკავშირებით, პოლიცია კიდევ ერთხელ ჩაერია საქმეში,ამჯერად ადამიანის გატაცების ეჭვის საფუძველზე. პოლიციას რომელიც მოზარდის კანონიერი მეურვეების სანახავად ერთ-ერთ საერთო საცხოვრებელში მივიდა, ადგილზე 3 პირი დახვდა: სავარაუდო დამნაშავე 45 წლის კაცი და ორი სავარაუდო მსხვერპლი. სავარაუდო მსხვერპლები მოლდოვიდან იყვნენ და აცხადებდნენ, რომ საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ იყვნენ დაკავებული. ერთ-ერთს ფიზიკური დაზიანებებიც აღენიშნებოდა. გამოძიება ამჯერად 15 წლის ბიჭისა და 45 წლის კაცის წინააღმდეგ მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×