
არსებობს მაღალი ალბათობა იმის, რომ ბაჩო ახალაია და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ყოფილი წევრები და ლიდერები იყვნენ აქტიურად ჩართული 4 ოქტომბრის საქართველოს და ქართული სახელმწიფოს დამხობის ოპერაციაში, რომელიც ჩავარდა, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.
„ამ კუთხით არის მნიშვნელოვანი, რომ გამოძიებას ყველამ მისცეს ჩვენება“, - დასძინა მათიკაშვილმა.
თათბირები ბაჩო ახალაიას სახლში - თამარ ჩერგოლეიშვილმა ჩავარდნილი რევოლუციის სცენარის შესახებ ამჯერად საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე ისაუბრა.
საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების ამოღების საქმეზე, პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით 12 ოქტომბერს გამოკითხეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 5 ოქტომბერს განაცხადა, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად აღმოჩენილია დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები დეტონატორით.