რეზონანსი
16.10.2025

"ოპოზიცია ილუზიებშია. მათ მძიმე პოლიტიკური შეცდომები დაუშვეს პარლამენტის არაღიარებით და საკუთარი ამომრჩევლების უგულებელყოფით, შემდეგ კი ხელისუფლების დამხობის მცდელობით. ამიტომ ნაკლებად გვაინტერესებს მათი მოსაზრებები", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ვაკო თურნავამ, იტალიურ რადიოსთან Radio Roma ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი ქვეყნის მშვიდობასა და ეკონომიკურ განვითარებაზეა პასუხისმგებელი, შესაბამისად, კონკრეტულ ძალებს საქართველოს მომავლის მითვისების უფლებას არ მისცემენ.

"ჩვენ, ხელისუფლებას, პასუხისმგებლობა გვაქვს ქვეყნის ნორმალურ, მშვიდობიან, ეკონომიკურ განვითარებაზე და ერთეულ ორგანიზაციებსა და ძალებს ვერ მივცემთ შესაძლებლობას საქართველოს მომავალი მიითვისონ", - განაცხადა ვაკო თურნავამ.

მან ასევე ემიგრაციაში მყოფ მოქალაქეებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში არაერთი პროგრამა ფუნქციონირებს და არსებობს ფინანსური მხარდაჭერა დიასპორის წევრებისთვის, რომლებსაც აქვთ სამშობლოში დაბრუნების სურვილი.

"მე თავად ბევრი წელი გავატარე ემიგრაციაში და კარგად მესმის, თუ რამდენი ემოცია და სირთულე ახლავს სამშობლოსა და ოჯახისგან დაშორებას, ამიტომ მინდა მოვუწოდო [იტალიაში მყოფ ემიგრანტებს საქართველოდან], შეინარჩუნონ ეს ძაფები სამშობლოსთან, ეს ძლიერი და ცხოვრებისეული კავშირია. ამასთან, საქართველოში გვაქვს მრავალი პროგრამა და ფინანსური მხარდაჭერა დიასპორის წევრებისთვის, რომლებსაც აქვთ სურვილი სამშობლოში დაბრუნდნენ და აქ გააკეთონ საქმე. ჩვენ მაქსიმალურად გვერდში ვუდგავართ ყველა მოტივირებულ ადამიანს", - განაცხადა ვაკო თურნავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×