რეზონანსი
16.10.2025

"ბოლო პერიოდში მიმდინარე პროტესტები არ არის საზოგადოებრივი უკმაყოფილების ბუნებრივი გამოხატულება. ისინი მიზანმიმართულად იმართება იმ პოლიტიკური ჯგუფების მიერ, რომლებმაც წააგეს არჩევნები და ვერ ახერხებენ ძალაუფლების მიღებას დემოკრატიული გზით", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვაკო თურნავამ, "Radio Roma"-ს ეთერში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციამ უარი თქვა პარლამენტში შესვლაზე და რადგან დემოკრატიული გზით ვერ ახერხებენ ხელისუფლების შეცვლას, ამიტომ რევოლუციით და დამხობით ცდილობენ ამას.

"მათ უარი თქვეს პარლამენტში შემოსვლაზე. დემოკრატიული ბერკეტებით ვერ ცვლიან ხელისუფლებას. ამიტომ, ქუჩით, რევოლუციებისა და დამხობის მცდელობებით ცდილობენ მმართველი ძალის ჩამოშლას. ყველაფერი დანარჩენი, რასაც ამბობენ, რომ თითქოს რაღაც კანონი არ მოსწონთ, ან ვითომ პრორუსული მთავრობაა - არის ამ მარცხის შეფუთვა", - განაცხადა ვაკო თურნავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×