
ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ უნდა გავაცნობიეროთ, რომ არ არსებობს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, ყველაფერი ქიმერაა მოფიქრებული იმისთვის, რომ თავს მოახვიონ პატარებს და სუსტებს, გვესაუბრონ, თითქოს რაღაც წესრიგი, ნორმები არსებობს, რომელსაც ყველა ქვეყანა, სახელმწიფო ემორჩილება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ამის დასტური იყო ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც საქართველოში ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის მანდატით იმყოფებოდა“.
„კანონსაწინააღმდეგო შეკრებაში მისი მონაწილეობა, რომელმაც თბილისელებს გადაგვიკეტა გზა, ფაქტობრივად ამით დაგვანახა, რომ არაფერს ნიშნავს ქართული სახელმწიფო, არაფერს ნიშნავს მერაბ კოსტავას მიერ გავლილი გზა ჩვენი დამოუკიდებლობისთვის, ჩვენი სახელმწიფოსთვის, ჩვენი კანონებისთვის. ყველაფერი ეს ნულია ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თვალში და ჩვენც მისთვის არაფერს ვნიშნავთ. 39-წამიან ვიდეოს ანაცვალა საკუთარი რეპუტაცია, როგორც ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.