რეზონანსი
16.10.2025

საქართველოში არიან კონკრეტული პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები, რომლებიც წარმოადგენენ ქვეყანაში აგენტურულ ქსელს და მათ შესაბამისი პასუხი გაეცემათ, - განაცხადა დღეს მედიასთან თბილისის მერმა კახა კალაძემ ცალკეული პოლიტიკური სუბიექტების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში დაგეგმილი სარჩელის თაობაზე საუბრისას.

მისი თქმით, ასეთი პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური პარტიების ადგილი ქვეყანაში არ არის.

„არიან კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკოსები, რომლებიც წარმოადგენენ აგენტურულ ქსელს ქვეყანაში, რომლებიც არიან მოღალატეები, ემსახურებიან სხვა ქვეყნის ინტერესებს და ასრულებენ გარედან მითითებებსა და დავალებებს. რა თქმა უნდა, ასეთი პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური პარტიების ადგილი ქვეყანაში არ არის. მათ გაეცემათ სათანადო პასუხი და, რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×