რეზონანსი
16.10.2025

ვენეციის კომისიის „აზრით“, ამერიკული „FARA“-ს ანალოგიური ქართული კანონი თუ საფრთხეს უქმნის კანონის უზენაესობას საქართველოში, მაშინ რატომ არ არის ის საფრთხის შემცველი ამერიკის შეერთებულ შტატებში?! საქმე იმაშია, რომ თუ ეს მართლა ვენეციის კომისიის აზრია და არა ნაბრძანები განცხადება, მაშინ ვენეციის კომისია კარგავს თავის მიზანს, რადგან სხვისი კარნახით მოქმედებს - წერს სოციალურ ქსელში „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი.

მისივე თქმით, რეალობა ის არის, რომ ქართული „ფარა“ საფრთხეს უქმნის სხვადასხვა მანტიისა და საფარის ქვეშ მოქმედ უცხოურ აგენტურასა და მათ მთავარ წარმომადგენელ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებსაც არანაირად არ სურთ, გაამჟღავნონ საკუთარი დაფინანსება.

„ვენეციის კომისიის „აზრით“, ამერიკული „FARA“-ს ანალოგიური ქართული კანონი თუ საფრთხეს უქმნის კანონის უზენაესობას საქართველოში, მაშინ რატომ არ არის ის საფრთხის შემცველი ამერიკის შეერთებულ შტატებში?! საქმე იმაშია, რომ თუ ეს მართლა ვენეციის კომისიის აზრია და არა ნაბრძანები განცხადება, მაშინ ვენეციის კომისია კარგავს თავის მიზანს, რადგან სხვისი კარნახით მოქმედებს, ხოლო თუ ეს ასე არ არის, მაშინ ამ კომისიას ისედაც დაუკარგავს თავისი კომპეტენტურობა.

მაგრამ რეალობა ის არის, რომ ქართული „ფარა“ საფრთხეს უქმნის სხვადასხვა მანტიისა და საფარის ქვეშ მოქმედ უცხოურ აგენტურასა და მათ მთავარ წარმომადგენელ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც არანაირად არ სურთ, გაამჟღავნონ საკუთარი დაფინანსება, შესაბამისად, მათზე სწორედ ქართული კანონის უზენაესობა მოქმედებს.“ - წერს ნიკოლეიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×