რეზონანსი
16.10.2025

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, ვენეციის კომისია პოლიტიკურ ორგანოდ გადაიქცა და ავტორიტეტი აღარ აქვს. იგი გამოეხმაურა ვენეციის კომისიის მიერ უცხოელი აგენტების რეგისტრაციისა და გრანტების შესახებ კანონებთან დაკავშირებით მოსაზრების გამოქვეყნებას.

„ვენეციის კომისიასთან თანამშრომლობის დიდი გამოცდილება გვაქვს, შემიძლია ბევრი სამართლებრივი საკითხის ჩვენება, სადაც მათ კანონმდებლობის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს. ბოლო წლებში ვენეციის კომისია პოლიტიკურ ორგანოდ გადაიქცა. მისი ავტორიტეტი აღარ არის. მათ განცხადებას ვუპასუხებდი იმ შემთხვევაში, თუ მაჩვენებენ, ანალოგიურ კანონზე რა კითხვები გაუგზავნეს საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანოს და რა შენიშვნები ჩაწერეს. მათ ჩვენზე გაცილებით მძაფრი კანონი აქვთ, ამას ვერ ხედავენ და ჩვენ მოგვადგნენ? უფრო დემოკრატიულ კანონს ვიღებთ. ასე ურთიერთობა არ შეიძლება“, – აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×