რეზონანსი
16.10.2025

თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა ევროპული პლატფორმა "დემოკრატიული არჩევნებისთვის" მიერ გამოქვეყნებული ანგარიში. ორგანიზაცია EPDE-ი ამტკიცებს, რომ 4 ოქტომბრის არჩევნებზე 29 "ყალბი" დამკვირვებელი გამოავლინა, რომლებიც, მათივე თქმით, არჩევნებისთვის საქართველოს ხელისუფლებას ლეგიტიმურობის ილუზიის შექმნაში ეხმარებოდნენ.

ირკვევა, რომ ორგანიზაცია, რომელმაც ეს ანგარიში გამოაქვეყნა, ISFED-ის დაფუძნებულია, "სამართლიანი არჩევნების" ყოფილი ხელმძღვანელი, ელენე ნიჟარაძე კი ამ ორგანიზაციაშია დასაქმებული.

"ქართული ოცნების" წევრმა, რატი იონათამიშვილმა ნიჟარაძის ხელმძღვანელობის პირობებში, 2020 წლის არჩევნების პარალელური დათვლის შედეგების ცდომილება და გაყალბებული მონაცემები გაიხსენა.

"ერთადერთი, რითაც ამ ქალბატონმა აქამდე თავი დაგვამახსოვრა, არის 2020 წლის არჩევნები, როდესაც მან PVT-ის კვლევების შედეგები გააყალბა. მაშინ მისმა დამსაქმებლებმაც ვერ უარყვეს გაყალბების და შემდეგ ამ გაყალბების დამალვის ფაქტი და იძულებულები იყვნენ, რომ ეს ადამიანი გაეთავისუფლებინათ დაკავებული პოზიციიდან. ახლა, როდესაც ამდენი წლის შემდეგ, ისევ საარჩევნო თემით მოდის და ისევ გაყალბებაზე ლაპარაკობს, მინიმუმ, ძალიან უხერხულია და, ვფიქრობ, უფრო მეტად უტიფრობასთან გვაქვს აქ საქმე", - აცხადებს რატი იონათამიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×