რეზონანსი
16.10.2025

თბილისის მერი კახა კალაძე  საქართველოში საფრანგეთის ახლად დანიშნულ ელჩს, ოლივიე კურტოს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა საფრანგეთის ელჩს სტუმრობისთვის და წარმატებები უსურვა დიპლომატიური მისიის შესრულებაში.

„გიდასტურებთ ქართველი ხალხის და პირადად ჩემს პატივისცემას საფრანგეთის და ფრანგი ხალხის მიმართ. მინდა, გისურვოთ წარმატებები საქართველოსა და საფრანგეთის ურთიერთობების განვითარებაში. მზად ვართ, მეგობრობისთვის და თანამშრომლობისთვის“, – აღნიშნა კახა კალაძემ შეხვედრაზე.

საფრანგეთის ელჩმა ოლივიე კურტომ, ასევე, წარმატებები უსურვა დედაქალაქის ახლად არჩეულ მერს და იმედი გამოთქვა, რომ თბილისის განვითარება გაგრძელდება.

„უდიდეს პატივს ვცემ საქართველოს კულტურას, მის ისტორიას, რელიგიას. პირველი, რაც საქართველოში ჩამოსვლისას გავაკეთე, იყო მთაწმინდის მონახულება. ეს არის ჩემი პატივისცემის გამოხატვა ქართველი ხალხის მიმართ. ულამაზესია თბილისი და იმედი მაქვს, ის კიდევ უფრო გალამაზდება“, – განაცხადა ოლივიე კურტომ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×