რეზონანსი
16.10.2025

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი დაიწყო.

ამის შესახებ CBS News-ის წყაროები იუწყებიან თეთრი სახლიდან.

სატელეფონო საუბარი წინასწარ საჯაროდ არ იყო ანონსირებული. ეს არის პირველი სატელეფონო კონტაქტი ორი პრეზიდენტის სამიტის შემდეგ, რომელიც ალასკაზე გაიმართა.

ტრამპს პარასკევს ვაშინგტონში დაგეგმილი აქვს შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

მოლოდინია, რომ მოლაპარაკებების ერთ-ერთი თემა იქნება კიევისთვის Tomahawk-ების მიწოდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×