რეზონანსი
16.10.2025

ჩვენ ჩა­ვა­ტა­რეთ გარ­კვე­უ­ლი ანა­ლი­ზი და ვფიქ­რობთ, რომ გა­მო­ნაკ­ლი­სი სპე­ცი­ა­ლო­ბე­ბის გარ­და, უნდა გა­და­ვი­დეთ 3+1 სის­ტე­მა­ზე, სა­დაც 3 წელი და­ეთ­მო­ბა ბა­კა­ლავ­რი­ატს და 1 წელი და­ეთ­მო­ბა მა­გის­ტრა­ტუ­რას, - ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის პრე­ზენ­ტა­ცი­ი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, რო­გორც ბა­კა­ლავ­რი­ატს, ასე­ვე მა­გის­ტრა­ტუ­რას უნდა ჰქონ­დეს მკა­ფი­ოდ გან­სა­ზღვრუ­ლი ამო­ცა­ნე­ბი, რაც დღეს არ არის უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი.

"სამი წელი არის სავ­სე­ბით საკ­მა­რი­სი თით­ქმის ყვე­ლა სპე­ცი­ა­ლო­ბის­თვის. რა თქმა უნდა, მე­დი­ცი­ნა და მსგავ­სი სპე­ცი­ა­ლო­ბე­ბი არის გა­მო­ნაკ­ლი­სი. სხვა შემ­თხვე­ვა­ში, პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში, არის შე­საძ­ლე­ბე­ლი სამ წე­ლი­წად­ში ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის დო­ნის გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა და ერთ წე­ლი­წად­ში მა­გის­ტრა­ტუ­რის დო­ნის გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა. ასე­ვე, ცოტა ხან­ში ვგეგ­მავთ სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც გარ­კვე­უ­ლი გეგ­მე­ბის პრე­ზენ­ტა­ცი­ას და ვფიქ­რობთ, რომ სკო­ლე­ბის ნა­წილ­შიც უნდა გა­და­ვი­დეთ 11-წლი­ან სას­წავ­ლო პროგ­რა­მა­ზე, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო,"- გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ გა­მოწ­ვე­ვე­ბი არის სე­რი­ო­ზუ­ლი, რაც გა­მოწ­ვე­ვე­ბი კონ­კრე­ტულ პრობ­ლე­მებ­ზეც აი­სა­ხე­ბა და ერთ-ერთი ფაქ­ტო­რი, რაც იწ­ვევს მა­გა­ლი­თად მიგ­რა­ცი­ას ქვეყ­ნი­დან სხვა ქვეყ­ნებ­ში, არის სწო­რედ უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა.

მი­სი­ვე თქმით, ძა­ლი­ან ხში­რად, ახალ­გაზ­რდე­ბი არ­ჩე­ვენ სწავ­ლას სა­ზღვარ­გა­რეთ და ამ კუ­თხი­თაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა და გა­მოს­წო­რე­ბა უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში.

„ძა­ლი­ან ხში­რად, ახალ­გაზ­რდე­ბი არ­ჩე­ვენ სწავ­ლას სა­ზღვარ­გა­რეთ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში, შე­სა­ბა­მი­სად, ეს არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში ახა­ლი­სებს მიგ­რა­ცი­ა­საც და ამ კუ­თხი­თაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა და გა­მოს­წო­რე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არის უამ­რა­ვი გა­მოწ­ვე­ვა, ვფიქ­რობთ, რომ სა­შუ­ა­ლო­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში, სულ რა­ღაც რამ­დე­ნი­მე წელ­ში უკვე ხელ­შე­სა­ხე­ბი და არ­სე­ბი­თი შე­დე­გე­ბის მიღ­წე­ვა იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში,"- გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

მისივე თქმით, პროექტის საჯარო განხილვის შემდეგ დოკუმენტი მიიღებს საბოლოო სახეს, რის შემდეგაც მას სამთავრობო კომისია და შემდეგ უკვე საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს.

"გვაქვს ძალიან ამბიციური მიზნები - ჩვენს ქვეყანას აქვს ძალიან მდიდარი საუნივერსიტეტო, აკადემიური ტრადიციები, რომელსაც აქვს მრავალსაუკუნოვანი ისტორია. ჩვენ ვართ იყალთოსა და გელათის აკადემიების ქვეყანა, ჯერ კიდევ საუკუნეების წინ საფუძველი ჩაეყარა აკადემიურ განათლებას ჩვენს ქვეყანაში. რაც შეეხება თანამედროვე განათლების სისტემას, მისი განვითარება დაიწყო დაახლოებით 1 საუკუნის წინ, როდესაც დაფუძნდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ამას მოჰყვა შემდეგ საუნივერსიტეტო სისტემის განვითარება. საბჭოთა პერიოდშიც იყო საკმაოდ ინტენსიური აღმავლობის პერიოდი ჩვენი განათლების სისტემისთვის. მაშინ დაფუძნდა როგორც სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ტექნიკური უნივერსიტეტი, ისე სხვა, მათ შორის, რეგიონული უნივერსიტეტები, თუმცა ასევე მოგეხსენებათ, რომ 90-იანმა წლებმა ძალიან მძიმე კვალი დაატყო განათლების სისტემის მდგომარეობას ჩვენს ქვეყანაში. იყო ეკონომიკური კრიზისი, ამან გამოიწვია კრიზისი ყველა მიმართულებით და მაშინ სერიოზული პრობლემები შეექმნა ჩვენს ქვეყანაში მთლიანად განათლების სისტემას და მათ შორის, უმაღლესი განათლების სისტემას. ჩვენ გვინდა ამ მდგომარეობის გამოსწორება და ამისათვის ვფიქრობთ, რომ უნდა გადაიდგას რადიკალური, პრინციპული ნაბიჯები, რათა მივიღოთ უმაღლესი განათლების თვისებრივად განსხვავებული სისტემა ჩვენს ქვეყანაში, რომელიც თანხვედრაში იქნება თანამედროვე სტანდარტებთან,"- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×