რეზონანსი
16.10.2025

 გამოწვევა არის სახელმწიფო უნივერსიტეტების გაუმართავი ინფრასტრუქტურა და ამასაც სჭირდება სახელმწიფოს რეაგირება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაციისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, უმეტეს შემთხვევაში შენობა-ნაგებობები არ არის სათანადო მდგომარეობაში.

„საერთო საცხოვრებლები არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა გამოწვევა. ასევე კულტურული, სპორტული თვითრეალიზებისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურა, ყველა მიმართულებით გვაქვს დეფიციტი, გამოწვევები და ამასაც სჭირდება სახელმწიფო რეაგირება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×