რეზონანსი
16.10.2025

 კულტურული მემკვიდრეობა, გამორჩეული გასტრონომია და ისტორიული ღირსშესანიშნაობები - საქართველო ევროპელი ჟურნალისტების ყურადღების ცენტრშია.

ფრანგული, გერმანული და პოლონური მედიის წარმომადგენლები, დედაქალაქთან ერთად, ქვეყნის ყველა რეგიონს სტუმრობენ და ავთენტურ გარემოს იკვლევენ. კახეთში უცხოელი ჟურნალისტებისთვის კერძების მასტერკლასი და ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.

სამოგზაურო გამოცემების წარმომადგენლებმა ასურეთი, ფოკა, ვარძია, ასპინძა და აბასთუმანიც მოინახულეს. მათ საქართველოს რეგიონებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტის „მზის კარის" ობიექტებმაც უმასპინძლეს. პროექტის მიზანი გასტროტურიზმის განვითარება და ქვეყნის მასშტაბით იმ მასპინძელი ოჯახების გაერთიანებაა, რომლებიც სტუმრებს ადგილობრივ სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციებს გააცნობენ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ევროკავშირის ქვეყნებში მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას ახორციელებს. უცხოელი ჟურნალისტების ვიზიტი კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. პრესტური საერთაშორისო მარკეტინგულ კომპანია „Aviareps"-თან თანამშრომლობით მიმდინარეობს.

მედიის წარმომადგენლები ონლაინ და ბეჭდური გამოცემებისთვის სტატიებსა და ბლოგებს მოამზადებენ. სოციალურ მედია პლატფორმებზე კი საქართველოს კულტურული, გასტრონომიული და სათავგადასავლო ტურისტული პროდუქტების შესახებ პოსტებსა და სთორებს ატვირთავენ

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×