რეზონანსი
18.10.2025

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ირაკლიხელაძის განცხადებით, იმ პირებმა, რომლებიც 4 ოქტომბრის მოვლენებში სახელმწიფოს დამხობის სცენარში მონაწილეობდნენ, პასუხისმგებლობა სრულად უნდა გაიზიარონ.

მისი თქმით, დღეს უფრო მეტი ტექნიკური შესაძლებლობაა, რომ  სამართალდამცავებმა ამოიცნონ ყველა მონაწილე პირი, ვინც შტურმს ახორციელებდა პრეზიდენტის სასახლეზე.

„ამ ადამიანებმა სრულად უნდა გაიზიარონ პასუხისმგებლობა იმასთან დაკავშირებით, რაც ჩაიდინეს 4 ოქტომბერს. შესაძლოა, მათ შორის არიან ადამიანები, ვისაც ეს ყველაფერი გათვითცნობიერებული არ ჰქონდა, თუმცა იმ განცხადებებისთვის უნდა მოესმინათ, უნდა გაეთვალისწინებინათ ეს ყველაფერი. მათ შორის არიან პირები, რომლებიც ყოფილი სამართალდამცავები არიან, ამჟამად არ იმყოფებიან საქართველოში და გარედან ახალისებდნენ მსგავს პროცესებს. ასეთმა ადამიანებმა განსაკუთრებით უნდა იცოდნენ, თუ რას ნიშნავს სახელმწიფოს წინააღმდეგ წასვლა, ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის მცდელობა. შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოებაშიც არ ჩნდება კითხვის ნიშანი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არის ამდენი ბრალდებული. დღესდღეობით, უფრო მეტი ტექნიკური შესაძლებლობაა იმასთან დაკავშირებით, რომ ამოიცნონ სამართალდამცავებმა ყველა მონაწილე პირი, ვინც შტურმს ახორციელებდა პრეზიდენტის სასახლეზე“, - აცხადებს ირაკლი ხელაძე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×