რეზონანსი
18.10.2025

ლატვიამ საქართველოს 2 მოქალაქე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა, - ამის შესახებ განცხადებას ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბაიბა ბრაჟეს ბრძანებით, საქართველოს 2 მოქალაქეს ლატვიაში შესვლა განუსაზღვრელი ვადით აეკრძალა.

„იმიგრაციის შესახებ კანონის 61-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ, საქართველოს ორი მოქალაქის პერსონა ნონ გრატა პირების სიაში შეყვანის გადაწყვეტილება მიიღო და მათ ლატვიაში შესვლა განუსაზღვრელი ვადით აეკრძალათ“, - ნათქვამია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×