რეზონანსი
18.10.2025

მე 11-წლიანი სკოლა დავამთავრე. ჩემ თაობას არ ჰქონდა წაკითხული ტექსტის შინაარსის გაგების პრობლემა. დღეს საერთაშორისო გამოკითხვები და ტესტები ადასტურებს, რომ 12-წლიანი სკოლის დამთავრების შემდეგ, ქართველ მოსწავლეებს აქვთ მარტივი ტექსტის შინაარსის გაგების პრობლემა, - წერს გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი სოციალურ ქსელში.

ჭოტორლიშვილის განცხადებით, დამატებულმა მე-12 წელმა ქართულ სკოლებში მიღებული ცოდნის მაჩვენებელი ვერ გაზარდა.

“ მე 11 წლიანი სკოლა დავამთავრე. ჩემ თაობას არ ჰქონდა წაკითხული ტექსტის შინაარსის გაგების პრობლემა. დღეს საერთაშორისო გამოკითხვები და ტესტები ადასტურებს, რომ 12 წლიანი სკოლის დამთავრების შემდეგ, ქართველ მოსწავლეებს აქვთ მარტივი ტექსტის შინაარსის გაგების პრობლემა. ზოგადად საერთაშორისო რეიტინგები ძალიან დაბალ მონაცემებს ადასტურებს და ადასტურებს იმას, რომ განათლების სისტემის რეფორმა აუცილებელია. 

სწავლის შედეგისთვის მნიშვნელოვანია რას და როგორ ასწავლი. დამატებულმა მეთორმეტე წელიწადმა მიღებული ცოდნის მაჩვენებლები არ გაზარდა. რეფორმა ჯერ არ დაწყებულა და ილიაუნის რექტორმა უკვე გაილაშქრა რეფორმის წინააღმდეგ. ადამიანისგან რომელიც კვადრატს და მართკუთხედს ვერ ანსხვავებს, რეფორმის წინააღმდეგ გალაშქრება ბუნებრივია”, - წერს ლევან ჭოტორლიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×