რეზონანსი
18.10.2025

ყველამ ვიხილეთ 4 ოქტომბერს და ასევე 4 ოქტომბრამდე რამდენიმე კვირით ადრე, თუ რა მოწოდებები ჟღერდებოდა როგორც რადიკალური ოპოზიციის ლიდერებისგან, ასევე მათთან დაახლოებული სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის თუ რაღაც ჯგუფების მხრიდან, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ქართული ოცნების“ ვაკის რაიონის დელეგატმა ზუკა რურუამ.

მისივე თქმით, მოწოდებები იყოს ხელისუფლების დამხობისკენ, იმისკენ, რომ ყველამ უნდა გაილაშქროს სახელმწიფოს წინააღმდეგ.

„ზოგიერთი პოლიტიკოსი ახლა უკვე ამის წინააღმდეგ მიდის, ზოგი დემონსტრანტიც იმიტომ, რომ შეეშინდათ და პროცესებს გაემიჯნენ. ვნახეთ ბევრის ასეთი ქცევა.

რაც მთავარია, გამოძიება მიმდინარეობს ინტენსიურად და ეს ძალიან კარგია. აუცილებლად უნდა იყოს იდენტიფიცირებული ყველა ის პირი, ვინც ძალადობრივ ქმედებებში იყო ჩართული. ჩვენ ვნახეთ ბევრი ვიდეოკამერით გადაღებული მოკლე და პატარა ინციდენტები, თუ როგორ ესხმიან თავს შსს-ს თანამშრომლებს ხელკეტებით. როგორ მიდის ძალადობა მათ წინააღმდეგ. ამიტომ, ვფიქრობ ძალიან ეფექტურად მოქმედებს შსს ამ მხრივ და ეს აუცილებლად უნდა იყოს ბოლომდე მიყვანილი, რათა არავის გაუჩნდეს შემდეგში სურვილი ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების დამხობის და ქვეყანაში დესტრუქციის შემოტანის“, - აღნიშნა ზუკა რურუამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×