
ჩვენი ინფორმაციის თანახმად, გერმანიის ელჩი საქართველოს შიდა საქმეებში ერევა და ეს ასე არ უნდა ხდებოდეს, - განუცხადა „ქრონიკას“ ევროპარლამენტარმა, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წარმომადგენელმა ტომაშ ფროლიხმა.
მისივე თქმით, ვენის კონვენციის თანახმად, აკრძალულია რომ დიპლომატს ოპოზიციასთან ასეთი საუბრები ჰქონდეს.
„ჩვენი ინფორმაციის თანახმად, გერმანიის ელჩი საქართველოს შიდა საქმეებში ერევა და ეს ასე არ უნდა ხდებოდეს. ჩვენ გვჭირდება განმარტება. ვიცით, რომ მას აქვს ბევრი შეხვედრა ოპოზიციის წარმომადგენლებთან და არ აქვს შეხვედრები ხელისუფლებასთან. ეს ბალანსს არღვევს. გვჭირდება ახსნა. არ არის ჩვენს ინტერესებში, რომ გერმანიის ელჩი ასე ერეოდეს სხვა ქვეყნის პოლიტიკურ საქმიანობაში.
ვენის კონვენციის თანახმად, აკრძალულია რომ ასეთი საუბრები დიპლომატს ჰქონდეს ოპოზიციასთან და ამიტომაც ვითხოვთ დამატებით ინფორმაციას.
გერმანიის ხელისუფლებას დავუსვით კითხვები და ველოდებით პასუხს. ჯერ პასუხები არ მიგვიღია. თუ ეს მართალია და ის ერევა სხვა ქვეყნის საქმეებში, მაშინ პერსონალური ზომები უნდა მივიღოთ. დასაცავია საქართველოს სუვერენიტეტი, რასაც ევროკავშირი ახლა საქართველოსთან მიმართებაში აკეთებს, უბრალოდ ცუდია, რადგან ისინი ხალხის უმრავლესობის სურვილს არ აღიარებენ “, - აღნიშნა მან.
პეტერ ფიშერის საქმიანობასა და სადავო აქტივობებზე კითხვის ნიშნები უკვე გერმანიაშიც გაუჩნდათ. საკითხს ქვეყნის ყველაზე პოპულარული და რეიტინგული პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ - AfD იკვლევს და საგარეო საქმეთა სამინისტროსგან პასუხებს ითხოვს.