რეზონანსი
18.10.2025

პეტერ ფიშერი არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული აქტივისტი, გამორჩეული მხარდამჭერი, გამორჩეული წამხალისებელი დღევანდელი ექსტრემისტული ოპოზიციის, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის დელეგატმა ირაკლი ხელაძემ.

მისივე თქმით, ძალიან ლოგიკურია ის, რომ მათ შორის გერმანიაში კონკრეტული პარტია მისი საქმიანობით დაინტერესდა.

„ევროპელი ბიუროკრატები ძალიან წარმატებულად ემსახურებიან „დიფ სთეითის“ ინტერესებს, რომელთაც გადაწყვეტილი აქვთ, რომ საქართველოში ხელისუფლება შეცვალონ. პეტერ ფიშერი არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული აქტივისტი, გამორჩეული მხარდამჭერი, გამორჩეული წამხალისებელი დღევანდელი ექსტრემისტული ოპოზიციის, საქართველოში მოქმედი აგენტურის სახით. შესაბამისად, ძალიან ლოგიკურია ის, რომ მათ შორის გერმანიაში კონკრეტულმა პარტიამ მის მიმართ მსგავსი დაინტერესება გამოიჩინა“, - აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.

პეტერ ფიშერის საქმიანობაზე და საქართველოში მის სადავო აქტივობებზე კითხვის ნიშნები უკვე გერმანიაშიც გაუჩნდათ. საკითხს ქვეყნის ყველაზე რეიტინგული პარტია AfD იკვლევს და საგარეო საქმეთა სამინისტროსგან პასუხებს ითხოვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×