რეზონანსი
18.10.2025

ამ განცხადებების ძალიან დიდი დამსახურებაა ის, რომ ბევრი ადამიანი შევიდა შეცდომაში და ჩაერთო ამ ბოროტ საქმიანობაში, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ევროკომისიის პრესსპიკერ ანიტა ჰიპერზე საუბრისას.

ვოლსკის თქმით, ამის უკან დგას სერიოზული პოლიტიკური ამოცანა, მიზანი, რომელიც აბსოლუტურად არ უკავშირდება იმ პრინციპებს, რასაც ჰქვია ადამიანის უფლებების დაცვა.

„ამ განცხადებების ძალიან დიდი დამსახურებაა ის, რომ ბევრი ადამიანი შევიდა შეცდომაში და ჩაერთო ამ ბოროტ საქმიანობაში. ამის უკან დევს სერიოზული პოლიტიკური ამოცანა, მიზანი, რომელიც აბსოლუტურად არ უკავშირდება იმ პრინციპებს, რასაც ჰქვია ადამიანის უფლებების დაცვა, რომელიც ფეხქვეშ იყო გათელილი იმ ხალხის მიერ, ვინც ამ განცხადებების გამკეთებლების მხრიდან დღეს არის მხარდაჭერილი. აქედან გამომდინარე გავაკეთოთ დასკვნები“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ევროკომისიის პრესსპიკერისგან მხარდაჭერილი და შეგულიანებული ადამიანები 4 ოქტომბერს დანაშაულზე წავიდნენ“.

ანიტა ჰიპერმა განაცხადა: „ქართული ოცნება“ რეპრესიულ ზომებს მიმართავს, რომლებიც რუსული პროპაგანდისტული მანქანის მიერ არის შთაგონებული“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×