რეზონანსი
18.10.2025

როდესაც რამდენიმე ათეულმა აქციის მონაწილემ პოლიციის მოთხოვნა გაითვალისწინა და გადაკეტილი გზა გახსნა - ეგრევე მიიღო დავალება აგენტურამ უცხოეთიდან და საქმეში ჩაერთო აგენტი ლომჯარია, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ლომჯარიამ აქციის წევრები აიძულა, გზა ისევ კანონსაწინააღმდეგოდ გადაეკეტათ, ხოლო, თავად პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან აკვირდებოდა, როგორ სრულდებოდა პატრონების მითითება.

„როდესაც რამდენიმე ათეულმა აქციის მონაწილემ პოლიციის მოთხოვნა გაითვალისწინა და გადაკეტილი გზა გახსნა - ეგრევე მიიღო დავალება აგენტურამ უცხოეთიდან და საქმეში ჩაერთო აგენტი ლომჯარია.

მან საჯაროდ დაწერა, რომ რუსთაველზე სასწრაფოდ ხალხი იყო საჭირო, ხოლო უშუალოდ აქციაზე - აქციის წევრები აიძულა, გზა ისევ კანონსაწინააღმდეგოდ გადაეკეტათ. თავად კი, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან აკვირდებოდა, როგორ სრულდებოდა პატრონების მითითება.

ძალიან მალე დასრულდებით, აგენტებო. ძალიან ცუდად დაასრულებთ”, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×