რეზონანსი
19.10.2025

აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოითხოვა, რომ, ომის დასრულების სანაცვლოდ, უკრაინამ მთლიანი დონეცკის რეგიონზე კონტროლი დათმოს, – აღნიშნულის შესახებ „ვაშინგტონ პოსტი“ წერს.

როგორც გამოცემა ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, სანაცვლოდ, კრემლი, სავარაუდოდ, მზადაა, განიხილოს ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონების ნაწილების დათმობის საკითხი, რომლებიც რუსეთს მხოლოდ ნაწილობრივ აქვს ოკუპირებული.

გამოცემა წერს, რომ უკრაინელმა და ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა ეს იდეა მიუღებლად მიიჩნიეს. ერთ-ერთი დიპლომატის თქმით, ეს „უკრაინელებისთვის საკუთარი ფეხის გაყიდვის მცდელობას ჰგავს“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×