რეზონანსი
19.10.2025

როდესაც ასეთ ქმედებაში და აქტივიზმში არის ჩართული დიპლომატი, იგი სცილდება დიპლომატიურ საქმიანობას და მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ უპასუხოს, იმისათვის რომ კიდევ უფრო მეტად არ გააფუჭოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა პეტერ ფიშერზე საუბრისას.

„გარდა იმისა, რომ მან გადათელა ყველა ეთიკის ნორმა, ის ასევე არღვევს პირველ რიგში ევროპის ღირებულებებს შიდა საქმეებში ჩარევით, მოძალადეების უხეში მხარდაჭერით და ვხედავთ, რომ ამის შეფასება თვით ევროპარლამენტარების მხრიდანაც ხდება, რომლებიც ძალიან ადეკვატურ და რეალურ შეფასებას აკეთებენ მის საქციელებზე. ეს არის ძალიან სწორი მიმართულება. როდესაც ასეთ ქმედებაში და აქტივიზმში არის ჩართული დიპლომატი, იგი სცილდება დიპლომატიურ საქმიანობას და მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ უპასუხოს, იმისათვის რომ კიდევ უფრო მეტად არ გააფუჭოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა და ასევე, ყველაზე უფრო მეტად ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულება და იმ ფასეულობის და ღირებულებების უგულებელყოფა, რასაც თავად დიპლომატი ახორციელებს“, - აღნიშნა ლაშხმა.

პეტერ ფიშერის საქმიანობასა და სადავო აქტივობებზე კითხვის ნიშნები უკვე გერმანიაშიც გაუჩნდათ. საკითხს ქვეყნის ყველაზე პოპულარული და რეიტინგული პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ - AfD იკვლევს და საგარეო საქმეთა სამინისტროსგან პასუხებს ითხოვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×