რეზონანსი
19.10.2025

მისასალმებელია, რომ გერმანიაში დემოკრატიული აზრი კვლავ ძლიერია და კითხვებს სვამენ პეტერ ფიშერის იმ არადიპლომატიურ საქციელზე, რომელიც აშფოთებს ქართულ საზოგადოებას და რომელიც წესით ასევე მიუღებელი უნდა იყოს საერთაშორისო საზოგადოებისათვის, - განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა.

მისი თქმით, ორმაგ სტანდარტებს ბოლო უნდა მოეღოს.

„კარგია, რომ გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის მიერ დაისვა ეს კითხვები ხელისუფლებისადმი და ასევე გერმანელი პარლამენტარი სვამს იგივე კითხვებს. ბოლო უნდა მოეღოს ორმაგ სტანდარტებს საქართველოს მიმართ, ნებისმიერი ქვეყნის მიმართ და განუხრელად უნდა შესრულდეს როგორც საერთაშორისო კანონმდებლობა, ასევე ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობა“, - აღნიშნა სეფაშვილმა.

პეტერ ფიშერის საქმიანობაზე და საქართველოში მის სადავო აქტივობებზე კითხვის ნიშნები უკვე გერმანიაშიც გაუჩნდათ. საკითხს ქვეყნის ყველაზე რეიტინგული პარტია AfD იკვლევს და საგარეო საქმეთა სამინისტროსგან პასუხებს ითხოვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×