რეზონანსი
19.10.2025

დონალდ ტრამპთან შეხვედრის დროს, უკრაინის პრეზიდენტმა აშშ-ის პრეზიდენტს განუცხადა, რომ ბუდაპეშტში პუტინთან შესახვედრად მზადაა.

„ენბისი ნიუსთან" ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინს ტერორისტი უწოდა, თუმცა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მზადაა მასთან პირისპირ შესახვედრად.

„ჩვენ თუ ნამდვილად გვინდა სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა, ამ ტრაგედიის ორივე მხარე გვჭირდება. როგორ შეიძლება, ჩვენს გარეშე რაიმე შეთანხმება დაიდოს?", - განაცხადა ზელენსკიმ.

ჟურნალისტის კითხვაზე ბუდაპეშტში ვიზიტთან დაკავშირებით, ზელენსკიმ უპასუხა, რომ შეხვედრისას დონალდ ტრამპს განუცხადა, რომ ამისთვის მზად იყო.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა უარყო რუსეთისთვის შესაძლო ტერიტორიული დათმობები.

„თუ გვსურს ამ ომის შეჩერება და სასწრაფოდ დიპლომატიურ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე გადასვლა, უნდა დავრჩეთ იქ, სადაც ვართ და პუტინს არაფერი ზედმეტი არ მივცეთ", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×