რეზონანსი
20.10.2025

საკონსტიტუციო სარჩელი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტი პარტიების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას მოითხოვს, სასამართლოში მიმდინარე კვირას გადაიგზავნება. გაირკვევა პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოსაშორებელ პირთა სიაც.

სარჩელს საფუძვლად უდევს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა, რომელიც, მმართველი გუნდის განმარტებით, ფაქტებითა და მტკიცებულებებით არის გამყარებული.

„გამზადებულია საკონსტიტუციო სარჩელი. უახლოეს დღეებში შევიტანთ მას საკონსტიტუციო სასამართლოში, რითაც აიკრძალება ის პარტიები და ის ადამიანები, რომლებიც აფილირებულები იყვნენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი მოვლენა, რადგან საქართველოს მოსახლეობას სურდა, რომ ეს პარტია აკრძალულიყო, ვინაიდან ახსოვთ მათ მიერ ნაკეთები საქმეები, ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, რიმა ბერაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×