რეზონანსი
20.10.2025

შალვა პაპუაშვილი პარლამენტთან აქციების მონაწილეების, მათ შორის ჟურნალისტ ვახო სანაიას დაკავებას გამოეხმაურა. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ კანონი დისკრიმინაციული და რომელიმე პროფესიის წარმომადგენელს ვერ გამოარჩევს.

„ფინეთის მინისტრი რომ იდგა რუსთაველის გამზირზე, იმ ფინეთის მთავრობამ 50 ადამიანი დააკავა ქუჩის გადაკეტვისთვის. ვთანხმდებით, რომ ქუჩის გადაკეტვა, როდესაც არ არის ამის აუცილებლობა, არის კანონდარღვევა. თუკი გადაკეტეს გზა იმ შემთხვევაში, როდესაც [ტროტუარზე] ეტეოდნენ, ეს არის დარღვევა. ამაზეც ვთანხმდებით. რამდენადაც ვიცი, სწორედ ეს არის ვახო სანაიას წინააღმდეგ წარდგენილი პრეტენზია, რომ გზა გადაკეტა. კანონია, რომ გზა არ უნდა გადაიკეტოს, თუკი ადამიანებს შეუძლიათ საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრება. თუ არ არის საჭირო, არ უნდა გადაკეტონ. შესაბამისად, იქნება ეს ექიმი, ვექილი, ჟურნალისტი თუ სხვა, ამას კანონისთვის მნიშვნელობა არ აქვს. კანონი ვერ იქნება დისკრიმინაციული და ვერ გამოარჩევს, რომ მოდით, თუკი ადამიანი პროფესიით ჟურნალისტია მას ვაპატიოთ და თუ ინჟინერია, არ ვაპატიოთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, პოლიციის რაოდენობას ადგილზე შსს განსაზღვრავს, საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის საჭიროებებიდან გამომდინარე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×