რეზონანსი
20.10.2025

სომხური მედიის ცნობით, ქალაქ გიუმრის მერიაში თანამშრომლებსა და სპეცდანიშნულების რაზმის წევრებს შორის დაპირისპირება მოხდა. პარალელურად, მერიის შენობასთან იკრიბებიან მოქალაქეები. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რომელსაც შენობის შესასვლელი ჩაკეტილი აქვს.

ადგილზე მყოფი მოქალაქეების სკანდირებენ – „სირცხვილია“.

მერიის თანამშრომლების ცნობით, შენობაში იმყოფება ქალაქის მერი ვარდან გუკასიანი და ის ფაქტობრივად, იზოლირებულია. ვარაუდობენ, რომ მას დღეს დააკავებენ.

მანამდე, სომხურმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ გიუმრის მერიაში შევიდნენ ეროვნული უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლები. სომხეთის ანტიკორუფციულ კომიტეტში ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ გიუმრის მერიაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მანამდე გიუმრის მერის ვარდან გუკასიანის შვილის წინააღმდეგ გამოძიება გამოძალვისა და ქონების მითვისების საქმეზე დაიწყო.

ცნობისთვის, 7 ოქტომბერს გიუმრის მერმა, ვარდან გუკასიანმა განაცხადა, რომ მას და მის ოჯახის წევრებს დევნიან. მან ასევე მიმართა ამომრჩევლებს და ყველა ოპოზიციურ პარტიას, რომ მის წინააღმდეგ „ანტიდემოკრატიული ნაბიჯების იდგმება“ და ის „არ დანებდება“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×