რეზონანსი
20.10.2025

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მის წინააღმდეგ გამართული დემონსტრაციები „არა მეფეებს“ (No Kings) მილიარდერი ფილანთროპის, ჯორჯ სოროსის და „სხვა რადიკალი მემარცხენე გიჟების“ მიერ არის დაფინანსებული.

„შევხედე ამ ხალხს - ისინი არ წარმოადგენენ ამ ქვეყანას. დემონსტრაციები იყო ძალიან პატარა, ძალიან არაეფექტური და ხალხი შეშლილი იყო“, - განაცხადა მან.

ტრამპმა ასევე უარყო ავტორიტარიზმის ბრალდებები და განაცხადა რომ მეფე არ არის.

„მე მეფე არ ვარ. თავს ვიკლავ, რათა ჩვენი ქვეყანა გავაუმჯობესო. სულ ეს არის. საერთოდ არ ვარ მეფე“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.

შაბათს აშშ-ის მასშტაბით მილიონობით დემონსტრანტი შეიკრიბა ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატავად. ბევრი მათგანი ქუჩაში გამოსვლის მიზეზად დემოკრატიის, სიტყვის თავისუფლებისა და გარემოსთვის შექმნილ საფრთხეებს ასახელებდა. ერთ-ერთი ორგანიზატორის, ამერიკის სამოქალაქო თავისუფლებათა კავშირის (ACLU) ინფორმაციით, 50-ვე შტატში გამართულ 2 500-ზე მეტ აქციაზე 7 მილიონი ადამიანი გავიდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×